ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
ამერიკელ სენატორებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამრეკ შჩიგელი შეხვდა, რომელთან ერთადაც ისინი სოფელ ზემო ნიქოზისკენ გაემართნენ.
ამერიკელი სენატორები საქართველოში 4 ივნისამდე დარჩებიან.