LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსით დაკავებული წყვილი მეცხრე სართულიდან გადავარდა: ქალი მოკვდა, კაცი გაიქცა

2458
13218420

სექსით დაკავებული წყვილი მე-9 სართულიდან გადავარდა. ამბავი რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, სოლიდარობის გამზირზე,  5 ივლისს, ღამით მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია  წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილის პარტნიორი კი, რომელიც მსუბუქად დაშავდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

წინასწარი ინფორმაციით, ქალი ოთხი კაცის თანხლებით მეცხრე სართულზე მდებარე ბინაში ალკოჰოლს სვამდა. მოგვიანებით ის ერთ-ერთ კაცთან განმარტოვდა და ფანჯრის რაფაზე სექსით დაკავდა.

სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების გამო წყვილმა წონასწორობა დაკარგა.

პოლიცია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ინციდენტის მონაწილეთა ვინაობის დადგენას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g