LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური ირინა შეიკი La Clover-ის თეთრეულის რეკლამაში

56

მიუხედავად იმისა, რომ ირინა შეიკი არასოდეს შედიოდა Victoria’s Secret-ის მოდელების რიგებში, თეთრეულის ფოტოსესიებში ის ნებისმიერ „ანგელოზზე“ მეტჯერ მონაწილეობს. ამჯერადაც მოდელი ბრენდ La Clover-ის სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა და თავისი პიკანტური ფორმების დემონსტრირება მოახდინა.

„კარგი გენები მაქვს, სიმსუქნისკენ არ ვარ მიდრეკილი. თუ ფორმაში სასწრაფოდ ვარ მოსასვლელი, საკმარისია რაღაც დროით ხორცზე ვთქვა უარი. მიირთვით თევზი, მწვანე ბოსტნეული, დაკავდით სპორტით, გააკეთეთ კარდიო, ამით პირველ რიგში კარგავთ უარყოფით ენერგიას, ასევე კარგავთ ბევრ სითხეს. ვერ ვიტან სირბილს, მაგრამ კვირაში ერთხელ დავრბივარ, რადგან კუნთები ტონუსში მომყავს. თუ ფიზიკურ დატვირთვას სწორ კვებას უთავსებ, ხანდახან აკრძალული გემრიელობებიც არის დასაშვები. მე ასეთ დროს ვჭამ ნაყინს, რადგან მის გარეშე ბოროტი და აგრესიული ვხდები“ – განაცხადა ლამაზმანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები