LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური შევიწროებისა და ნეპოტიზმის ყველა შემთხვევა გამოძიებული უნდა იყოს – გიორგი გახარია

67
gaxaria (2)

პრემიერ-მინისტრი ყოფილი პროკურორის სტატუსს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა ის შემთხვევა, რაც სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის ფაქტებს უკავშირდება, გამოძიებული უნდა იყოს. 

ყოფილი პროკურორი უწყებას ბრალდებებს უყენებს - რას წერს სალომე ადეიშვილი სოციალურ ქსელში

უსამართლობას აპროტესტებ? არ მოგწონს? დაწერე განცხადება და წადი!

„პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, დაველოდები პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ამ საკითხზე. ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება,“ – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის სამსახურის წასვლის მიზეზებზე საუბრობს. მათ შორის ახსენებს |მიუღებელი დავალებების” მიცემას.

ამ თემაზე რადიო “ფორტუნას” პროკურატურაში უთხრეს, რომ სალომე ადეიშვილი უწყებაში 2013 წლიდან მუშაობდა, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს კი საკუთარი განცხადების საფუძველზე მან თანამდებობა დატოვა. 

ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, სამსახურებრივი შემოწმება უკვე დაიწყო.

„გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g