გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბრის თვეში დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო რაიონებშიც, ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სანაპიროზე ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია, ტემპერატურამ +35 გრადუსამდე მოიმატოს. კოლხეთის დაბლობზე კი +38 გრადუსამდე. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა +20, +22 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +19, +21 გრადუსის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან 1-2 გრადუსით მაღალია. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, მთიან რაიონებში ტემპერატურამ +34, +35 გრადუსამდე მოიმატოს, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +29, +30 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში – შიდა ქართლშიც, ქვემო ქართლსა და კახეთში თვის საშუალო ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, რაც საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალია.
მთიან რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა +17, +19 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში კი +14, +16 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან 1-2 გრადუსით მაღალია.
თვის ცალკეულ დღეებში, ქვემო ქართლში შესაძლოა, ტემპერატურამ +36, +37 გრადუსამდე მოიმატოს. შიდა ქართლში +34, +35 გრადუსამდე, კახეთში კი +36, +37 გრადუსამდე. მთიან რაიონებში +34, +35 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში კი +28, +29 გრადუსამდე.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ,10 სექტემბრის შემდეგ მთელ საქართველოში ამინდი შედარებით წვიმიანი, მესამე დეკადა კი უფრო მშრალი იქნება. პირველ დეკადასა და თვის ბოლოს ცალკეულ დღეებში წვიმაა მოსალოდნელი. ამავე ინფორმაციით, სექტემბერი, პროგნოზის მიხედვით, საკმაოდ თბილი გამოვიდა და ნალექებიც ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ნაკლები