LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბერში იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.48 ლარი შეადგინა

117
იმერული ხაჭაპური

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2024 წლის სექტემბრის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.48 ლარი შეადგინა.

ხაჭაპურის ინდექსი სექტემბერში, ივლისთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა. ზრდა მეტწილად ყველის გაძვირებამ გამოიწვია, რომლის ფასმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში (2024 წლის ივლის-სექტემბერი) 22%-ით მოიმატა. როგორც წესი, შემოდგომის დადგომასთან ერთად რძის პროდუქტების ფასები იზრდება, რადგან ამ პერიოდში ცხოველებისთვის საკვები დანამატების მიცემა ხდება საჭირო.

ფასების სიღრმისეული შეფასება აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე: საფუარი (21.7%), რძე (17.6%), კარაქი (12.1%), ყველი (10.8%), ფქვილი (4.4%), კვერცხი (1.1%).

სექტემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ბაზარი თბილისი აღმოჩნდა – დედაქალაქში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.04 ლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით აღემატება ქვეყნის საერთო მაჩვენებელს. ხაჭაპური ყველაზე ხელმისაწვდომი ბათუმშია – ის 6.18 ლარი ღირს. ფასების ასეთი სხვაობა სეზონური ტურისტული აქტივობით შეიძლება აიხსნას – სექტემბერში ბათუმი და ზღვისპირა დასახლებები ნაკლებად მიმზიდველი ხდება, შესაბამისად, მოთხოვნა თბილისთან შედარებით ეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g