სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაია გოიკოვიჩმა, საქართველოს კოსოვოს არაღიარების გამო მადლობა გადაუხადა. მან, თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სერბეთის მხარდაჭერა დააფიქსირა.
„სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს და ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მხრიდან სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერაა გამოხატული. მადლობას ვუხდით საქართველოს კოსოვოსა და მეტოხიას არაღიარებისათვის. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს, რომ ის მხარს არ უჭერს კოსოვოს გაწევრიანებას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორიცაა, მაგალითად „იუნესკო,“ – განაცხადა მაია გოიკოვიჩმა.
გოიკოვიჩი გუშინ პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.