LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერენა უილიამსი დედა გახდება

81

ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ორსულად არის. სიახლის შესახებ სერენამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ მან თავად განაცხადა. სპორტსმენმა განათავსა ფოტო, სადაც ყვითელი საცურაო კოსტიუმი აცვია და სადაც წამოზრდილი მუცელი მკვეთრად ჩანს.

„20 კვირა“ – დააწერა მან სურათს, რითიც დაადასტურა, რომ ორსულობის მეხუთე კვირაში იმყოფება.

35 წლის სერენასთვის და მისი 33 წლის საქმროსთვის, ბიზნესმენ ალექსის ოგანინაისთვის ეს პირველი შვილი იქნება. წყვილის რომანი 2015 წლიდან დაიწყო, 2016 წლის ბოლოს კი ისინი დაინიშნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები