26 იანვარს, სერენა უილიამსმა გამარჯვება მარიანა ლუჩიჩ-ბარონზე მოიპოვა. ჩოგბურთელის კორტზე ყოფნა ორმაგად ემოციური იყო, რადგან ტრიბუნებიდან თვალს მას საყვარელი მამაკაცი, ალექსის ოგანიანი ადევნებდა. ერთ-ერთ მომენტში სერენამ მას ჰაეროვანი კოცნაც გაუგზავნა.
საიტის Reddit დამაარსებელმა მიკრობლოგზე თავისი შთაბეჭდილებები გააზიარა და განაცხადა, რომ ამაყობს რჩეულით და მომავალი ცოლით.
შეგახსენებთ, რომ სერენასა და ალექსისის რომანის შესახებ 2016 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, ცოტა ხნის წინ კი წყვილი დაინიშნა.