სასტუმრო “რედისონიდან” რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი გაიყვანეს, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.
მას სასტუმროდან გამოსვლა პოლიციის კორდონისა და პროტესტის ფონზე მოუწია. არსებული ინფორმაციით, გავრილოვი აეროპორტისკენ მიჰყავთ.
"რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს და წყალი შემასხეს"
გავრილოვი: რუსეთის დელეგაციის საქართველოში ყოფნის დრო არ შემცირდება
მანამდე გავრილოვი ამბობდა, რომ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ყოფნის დრო არ შემცირდებოდა.
აქციის მონაწილეები, “რედისონიდან” პარლამენტისკენ მიემართებიან. მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა შეზღუდულია.
შეგახსენებთ, სასტუმროში რუსი დეპუტატები პარლამენტიდან გადაიყვანეს. რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის და თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ, პარლამენტთან და პარლამენტში დიდი არეულობა დაიწყო. სესია შეწყდა და პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ფარგლებში ჩამოვიდნენ. თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მათ მიერ სხდომის წაყვანა დაგეგმილი არ იყო.
ფოტო/ვიდეო: ნინო ზამბახიძე