რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროკავშირი ვერ შეძლებს მოსკოვის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან. ამ კომენტარით ლავროვი დასავლურ მედიაში გავრცელებულ პუბლიკაციებს გამოეხმაურა ყაზახეთთან დაკავშირებით.
„ეს მხოლოდ პუბლიკაციებს არ ეხება. იქ, დასავლური სამყაროს ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ საკმაოდ უაზრო განცხადებები. ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ეს არ გამოვა“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიულად რუსეთი ამ რეგიონებში მდებარეობს და არსად გაქრება და „მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ეს ძალიან კარგად იციან”.