LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ნარიშკინის განცხადება ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია: ზალკალიანი

87
zalkaliani

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ყველა მიმართულებით პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა, შესაბამისად, სწორედ ეს არის ის, რაც რუსეთს აწუხებს. ასე გამოეხმაურა დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის განცხადებას საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ.

ვაშინგტონი “ოცნების” ქმედებებით უკმაყოფილოა, ამერიკელები "ოცნების" პოზიციების შერყევას აპირებენ: რუსეთის საგარეო დაზვერვა

განცხადებაში ასევე წერია, რომ ქართული ოცნება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნებისთვის თავის არიდებას ცდილობს.

ზალკალიანის თქმით,  ნარიშკინის პროვოკაციული განცხადება, ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია.

„რა თქმა უნდა, ეს რომ ასე არ არის ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები. როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით: თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის გაძლიერების მხრივ ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია სწორედ ამას მიანიშნებს.

ასევე, ამას მიანიშნებს ის განცხადებები, რომელიც ვიხილეთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ბლინკენის განცხადება ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სენატში მისი კანდიდატურის განხილვა ხდებოდა – ნატო-ს კონტექსტში მხარდამჭერი განცხადებები, განცხადებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რუსეთის მომდინარე აგრესიასა და ოკუპაციასთან მიმართებაში, ვიხილეთ ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესის მხრიდან Georgia support act-ის ხელახალი ინიცირებით.

სწორედ ეს არის ის, რაც მათ აწუხებთ. ეს არის ის კლასიკური მაგალითი ჰიბრიდული ომის წარმოების მაგალითით, თუ როგორ ცდილობენ ქართულ საზოგადოებაში შემოიტანონ დაბნეულობა, დათესონი ნიჰილიზმი და საკითხები წარმოაჩინონ აბსოლუტურად განსხვავებულად და იმ კონტექსტიდან, როგორც მათ აწყობთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ნარიშკინის განცხადება ჰიბრიდული ომის მორიგ გამოხატულებას წარმოადგენს: ვახტან მახარობლიშვილი

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან „ქართული ოცნების“ კურსის გამო.

ნარიშკინის თქმით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ სისტემურად იმუშაონ ოპოზიციის დასახმარებლად და პარალელურად ცდილობენ „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g