ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოს უბიძგებს, აფხაზეთში „მეორე ფრონტი“ გახსნას.
როგორც სერგეი შამბამ გუშინ, 8 ნოემბერს, სოხუმში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, აუცილებელია რუსეთის ფედერაციისადმი ერთგულების დემონსტრირება და ასევე, აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერება:
„რეგიონში სიტუაციის გამწვავების საშიშროება არსებობს, რადგან დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს.
დღეს ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ერთიანობა რუსეთთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს იცავს. აუცილებელია რუსეთის ფედერაციისადმი ლოიალობის დემონსტრირება და ამავე დროს აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერება“, – თქვა შამბამ.