რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ ნაწილობრივი მობილიზაციის გეგმები ორ მესამედზე მეტით შეასრულა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უკვე 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწვეული.
„შეიარაღებულ ძალებში 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწვეული. ჩამოყალიბებული ქვედანაყოფების პერსონალის მომზადება 80 პოლიგონზე და ექვს სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს“, – აღნიშნა შოიგუმ.
ამასთან, შოიგუ აღნიშნავს, რომ გამოძახებული პირები სპეცოპერაციის რაიონებში, მხოლოდ საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ გაიგზავნებიან.