LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი სკრიპალის ქალიშვილის მდგომარეობა უმჯობესდება

95

რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება და აღარ არის კრიტიკულ მდგომარეობაში. „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია სოლსბერის ჰოსპიტალის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, თავად სერგეი სკრიპალი კვლავაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მამა და მისი ქალიშვილი 4 მარტს, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, მისდამი სოლიდარობის გამო, ამავე მეთოდს მიმართეს ამერიკამ, კანადამ, ევროკავშირის ქვეყნებმა და საქართველომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g