„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი და ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.
როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, კიდევ მეტი ადამიანი აიცრება, თუ მთავრობა პასიური ქმედებიდან პროაქტიულში გადავა.
“დღევანდელი დღის დასკვნა:
ასობით ათასი ადამიანი 1 საათში ჯავშნის აცრას, ანუ ქართული საზოგადოება შეგნებული და პასუხისმგებლიანია. იმნაძე – გამყრელიძის ცრუ ვერსია და ისრების გადატანა მოქალაქეებზე არ გამართლდა!
ხარისხიანი და სანდო ვაქცინების ხელმისაწვდომობა რომ უზრუნველყო მთავრობას, თუნდაც 1 – 2 თვით ადრე, დღეს ასიათასობით მეტი აცრილი გვეყოლებოდა, ასობით ნაკლები გარდაცვლილი და ათასობით ნაკლები ინფიცირებული.
მენეჯმენტი და პროგრამული უზრუნველყოფა ჯანდაცვის სამინისტროს აქილევსის ქუსლია ისევ.
კიდევ მეტი აიცრება, თუ მთავრობა პასიური ქმედებიდან პროაქტიულში გადავა. ინფორმაციის და ვაქცინის მიწოდება ადგილებზე, მობილური ბრიგადების, ოჯახის ექიმის, სოფლის ექიმის, გამგეობების, საზ. ჯანდაცვის ცენტრების და ა. შ. ჩართულობით.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს!
ხელისუფლების დაპირებული მილიონი დოზა ფაიზერი იმედია უახლოეს 1- 2 თვეში მაინც შემოვა!”-წერს სერგო ჩიხლაძე.