„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. უმცირესობის წევრების განმარტებით, სხდომა რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობდა. სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა განცხადების გაკეთება მოითხოვა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მას ამის უფლება არ მისცა.
„მე მაქვს უფლება გავაკეთო განცხადება და გთხოვთ, ნუ მიზღუდავთ ამას. ღამის გათენებას თქვენთან ერთად არ ვაპირებ და არც ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას“, – აღნიშნა სერგო რატიანმა და კომიტეტის სხდომა დატოვა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა უკვე დასრულდა. სხდომაზე ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონი მესამე მოსმენით განიხილეს.