LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალ „ფაუდას“ ვარსკვლავები, ლიორ რაზი და იდან ამედი, ისრაელის ჯარს შეუერთდნენ და ქვეყნის დასაცავად იბრძვიან

445
ფაუდა

ცნობილი ებრაელი მსახიობი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო სერიალით „ფაუდა“, ამჯერად ისრაელის არმიასთან ერთად იბრძვის. ლიორ რაზი, ისრაელის არმიის მებრძოლებს ფრონტის წინა ხაზზე შეუერთდა. ეს მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ მებრძოლებმა მისი მშობლური ქალაქი სდეროთი, ალყაში მოაქციეს. ლიორ რაზი ინსტაგრამზე თავად ავრცელებს ვიდეოს, როგორ დგას ის კედელთან და როგორ იბომბება ქალაქი. მას ახლავს სერიალ „ფაუდას“ შემქმნელი, ავი ისახაროვიც.

51 წლის ლიორ რაზისთან ერთად, ქვეყნის დასაცავად იბრძვის სერიალ „ფაუდას“ კიდევ ერთი ვარსკვლავი, იდან ამედი, რომელიც მედიის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებს შეუერთდა.

 

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ომის მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g