სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მედიის ცნობით, მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, ლოს ანჯელესის სახლის აბაზანაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
მეთიუ პერის მსოფლიო პოპულარობა Friends-ში შესრულებულმა ჩენდლერ ბინგსის როლმა მოუტანა.
მან სერიალის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.