LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალ “სამშობლოს” ვარსკვლავი რუპერტ ფრენდი დაქორწინდა (ფოტო)

881

სერიალ „სამშობლოს“ (Homeland) ვარსკვლავი რუპერტ ფრენდი ცნობილ პარაოლიმპიელზე, ეიმი მალინზზე დაქორწინდა. წყვილი ერთად 2013 წლის შემდეგ არის, მანამდე კი რუპერტი 5 წლის განმავლობაში მსახიობ კირა ნაიტლთან ერთად იყო.

მსახიობისა და სპორტსმენის ქორწილი ერთი თვის წინ შედგა, 1 მაისს, თუმცა ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო. ქორწილის შესახებ ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, როდესაც ახალდაქორწინებულებმა ფოტოები „ინსტაგრამზე“ განათავსეს.

„ეს არაჩვეულებრივი, წვიმიანი დღე იყო! უკვე ერთი თვეა, რაც საუკეთესო მეგობარზე დავქორწინდი,“- წერს ეიმი სოციალურ ქსელში.

მალინზი 1996 წელს ატლანტაში პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. მას 1 წლის ასაკში მოკვეთეს ორივე ფეხი, მუხლს ქვემოთ,თანდაყოლილი დაავადების გამო. ახლა ეიმი ორატორ-მოტივატორია სიმპოზიუმებსა და შეხვედრებზე და შშმ პირებს საკუთარი გამოცდილებით არწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია.

1999წელს ეიმი მონაწილეობდა ბრიტანელი დიზაინერის ალექსანდრ მაკქუინის ჩვენებაში, რამდენიმე წლით ადრე კი ჟურნალმა People მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების 50-ეულში დაასახელა. მალინზი რეკორდსმენია ამპუტირებულ კიდურებიან სპორტსმენებს შორის ხტომასა და სირბილში.

 

Bliss. Officially.

A photo posted by Aimee Mullins (@aimeemullinsnyc) on

Today is the one-month anniversary of being happily married to @AimeeMullins! #ilovemywife ™@rupertfriend

A photo posted by Aimee Mullins (@aimeemullinsnyc) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები