LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალი „დიდი ოჯახი“ დაიხურა – „ყველა მსახიობი ვალებით ვცხოვრობთ“

15475
goga-barbakadze

მსახიობი გოგა ბარბაქაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სერიალი „დიდი ოჯახი“, სადაც ის იყო დაკავებული, დაიხურა, ხოლო მსახიობებს ვალებით უწევთ ცხოვრება.

გოგა ბარბაქაძე:

ჩვენი პროფესიის ადამიანთა ყოფა განსაკუთრებით რთულია. მაღაზიებმა ასე თუ ისე იმუშავეს და ჩვენ ძალიან რთულად გვაქვს საქმე. ერთი წელია, მაყურებლის წინაშე ვერ წარვდექით. ჩვენი საქმე მხოლოდ ეს არის, სხვა არაფერი არსებობს ჩვენთვის – ბიზნესი ჩვენ არ გვაქვს და არაფერი. სცენაზე დგომაა ჩვენი საქმე და ესეც წაგვართვა ამ კოვიდმა.

სახელმწიფო თეატრების მსახიობებს მაინც გვაქვს ხელფასი, მაგრამ არის თეატრები, რომლებსაც სახელმწიფოსგან დაფინანსება არ აქვთ და საკმაოდ ბევრია ასეთი მსახიობი. ჩვენ მოჭრილი ხელფასი გვაქვს თეატრიდან და ასე თუ ისე გაგვიმართლა. ჩემი სხვა კოლეგები ბევრად რთულ მდგომარეობაში არიან. ეს ისეთი მდგომარეობაა, ხალხი ვერც კი წარმოიდგენს. სულ ვალები აქვთ, პურს ვალით ყიდულობენ.

მეც მაქვს ვალი. არ მეგულება ოჯახი, ვისაც ვალი არ აქვს, მით უმეტეს, ჩვენი პროფესიის ადამიანს. ბანკის ვალი გვაქვს ჩვენც“.

რაც შეეხება სერიალ „დიდი ოჯახს“, ის, როგორც მსახიობი ამბობს, ფინანსების გამო დაიხურა. „ძალიან რეიტინგული იყო „დიდი ოჯახიც“, მაგრამ „შუა ქალაქში“ რომ იყო, ისეთი ალბათ აღარაფერი იქნება“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g