LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალი „ჰარი პოტერი“ 2026 წელს გამოვა – ახალი დეტალები

164
page

ჯოან როულინგის წიგნების სერიაზე დაყრდნობით მალე სერიალი, „ჰარი პოტერი“ გამოვა. მისი პრემიერა 2026 წელს არის ჩანიშნული. აღნიშნული ინფორმაცია სტუდია Warner Bros. Discovery-ის დირექტორმა, დევის ზასლავმა გააჟღერა. აღსანიშნავია, რომ შოუ სტრიმინგ-სერვის, MAX-ზე გამოვა.

ზასლავმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა და ჰარი პოტერის სამყაროს შემქმნელთან, ჯოან როულინგთან გაისაუბრა.

„რამდენიმე კვირის წინ ლონდონში ვიმყოფებოდით ჯოან როულინგთან და მის გუნდთან დიდი დრო გავატარეთ. ჰარი პოტერისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვით ორივე მხარე აღტაცებულია. ერთი სული გვაქვს, როდის გავატარებთ ახალი ისტორიების ათწლეულს ფანებთან ერთად“, – აცხადებს ზასლავი.

ცნობისთვის, თითოეული სეზონი 7 წიგნიდან ერთ-ერთს დაეყრდნობა. შოუში სრულიად ახალ სამსახიობო ქასთს ვიხილავთ.

„ვორნერ ბრაზერსი” „ჰარის პოტერზე“ სერიალს გადაიღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები