LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალი „ლუთერი“ იდრის ელბასთან ერთად ეკრანებს უბრუნდება

168

ტელეარხი BBC America ეკრანებზე სერიალ „ლუთერს“ აბრუნებს, სადაც მთავარ როლს იდრის ელბა ასრულებს. მეხუთე სეზონი 4 სერიისგან იქნება შემდგარი და მასზე მუშაობა 2018 წელს დაიწყება, პრემიერის თარიღი კი ამ დროისთვის უცნობია.

თავად ელბას თქმით, ახალი სეზონის გადაღების იდეა დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა და ბედნიერია, რომ შეთანხმებას მიაღწიეს, „ველოდები, როდის ჩავიცვამ ისევ პალტოს“, – დაამატა მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები