სერიალ „მეგობრების“ თაყვანისმცემლებისთვის სასიამოვნო სიახლეა – 10 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით, ჩიკაგოს თეატრის სცენაზე საკულტო პროექტის მიხედვით საათნახევრიანი მიუზიკლი დაიდგმება.
შოუს „Friends: The One Where They Sing“ ერქმევა და მასში იგივე გმირები დარჩებიან, ვინც სერიალში არიან, სცენიდან კი იგივე სიმღერები გაჟღერდება, რაც ტელეეკრანიდან. თუმცა სრულიად ახალი იქნება მსახიობთა შემადგენლობა.
შეგახსენებთ, რომ სერიალ „მეგობრების“ 10 სეზონი ტელეარხ NBC-ს ეთერით 1994 წლიდან 2004 წლამდე გადაიცემოდა. ამ დროის განმავლობაში ეთერში 236 სერია გავიდა.