LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალი „სიყვარულს მიღმა“ დასრულდა – სოფო გორელაშვილი: „სერიალის პერსონაჟებთან და მეგობრებთან გამომშვიდობება ძალიან რთული იყო, ამიტომ გახლდათ ემოციური ფინალური ეპიზოდები ჩემთვის…

772
სოფო და ლევანი

სოფო გორელაშვილი სერიალში „სიყვარულს მიღმა“ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, თუმცა ანას პერსონაჟთან მასაც და მაყურებელსაც გამომშვიდობება მოუწიათ, რადგან 5 სეზონის და სამი წლის შემდეგ პოპულარული სერიალი დასრულდა.

სოფო გორელაშვილი „სარკეს“ (16 აპრილის ნომერი) უმხელს, როგორი იყო ფინალურ სეზონზე მუშაობა:

„სერიალის პერსონაჟებთან და მეგობრებთან გამომშვიდობება ძალიან რთული იყო, ამიტომ გახლდათ ემოციური ფინალური ეპიზოდები ჩემთვის… ეტაპები გავიარეთ ამ სერიალზე მუშაობისას. თავიდან იყო როგორც პერსონაჟების, ასევე მსახიობების მიმართ კრიტიკა. შემდეგ სცენარის განხილვა მიდიოდა, ბოლოს კი მხოლოდ სიყვარული დარჩა მაყურებლისგან. 3 წელი ვიყავი ამ ამპლუაში და მგონია, მთელი ცხოვრება გავატარე…“

ვიდეო: „მარტო მე ვფიქრობ, რომ ესენი შერიგდებიან?“ – ლევან ხურციასა და სოფო გორელაშვილის ეპიზოდი სერიალიდან „სიყვარულს მიღმა“, რომელმაც მაყურებლის დიდი გამოხმაურება გამოიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g