პოპულარული სერიალის – Tell Me Lies ვარსკვლავები, გრეის ვან პატენი და ჯექსონ უაითი Calvin Klein-ის ახალი კამპანიის მთავარი სახეები არიან. კამპანია სახელწოდებით – Our Calvins ვალენტინობას ეძღვნება.
ბრენდის ლიმიტირებული გამოშვების კაფსულა-კოლექცია ახალი ფერებითა და პრინტებით გაფორმებულ თეთრეულსა და სამოსს, მათ შორის ყველაზე ცნობილ და გაყიდვად მოდელებს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ პატენსა და უაითს, რომლებიც სატელევიზიო შოუში შეყვარებულები არიან, რეალურ ცხოვრებაშიც რომანი აქვთ.
ცნობისთვის, სერიალის – Tell Me Lies პრემიერა, 2022 წელს შედგა. გრეის ვან პატენი და ჯექსონ უაითი Hulu-ს პროექტში მთავარ პერსონაჟებს – ლუსი ოლბრაიტსა და სტივენ დემარკოს განასახიერებენ. სერიალი მოგვითხრობს ტოქსიკურ, ემოციურად დამანგრეველ ურთიერთობაზე, რომელიც კოლეჯში იწყება და წლების განმავლობაში გრძელდება. სერიალი ახალგაზრდების პრობლემებსა და მანიპულაციების შედეგებს ასახავს, აერთიანებს ისეთ თემებს, როგორებიცაა ემოციური დამოკიდებულება, ღალატი, ტრავმები და გვაჩვენებს, როგორ ცვლის ტოქსიკური ურთიერთობები ადამიანების ცხოვრებას. ,,მომატყუე” მე-3 სეზონით, წელს დასრულდა.