LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიოზულ შარშია ივანიშვილი – რა შეფასებები მოყვა ამერიკელი კონგრესმენის წერილს

424
bb4d4aa7dde331686d6d38d5c21f3465-XL

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების წერილს უკვე მოყვა შეფასებები ოპოზიციაში. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კონგრესმენების გზავნილი იმ პოლიტიკურ კრიზისს ადასტურებეს, რაც დღეს ქვეყანაშია. კერძოდ, კაპანაძე ამბობს, რომ თუკი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ქვეყანას ამ კრიზისიდან არ დაიხსნის, სერიოზულ პრობლემებში გაეხვევა.

 

“კონგრესმენები შოკირებული არიან იმით, რომ საარჩევნო  რეფორმასთან, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მოხდა სიტყვის უკან წაღება. მოუწოდებენ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ, ხაზს ვუსვამ, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მაგიდას, რომ ეს საარჩევნო რეფორმა იყოს გატარებული.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი წერილი, რომელიც პირდაპირ აჩვენებს როგორ სერიოზულ პრობლემაში და შარში არის ივანიშვილი თუ ის არ შეცვლის თავის სტრატეგიას, არ გამოასწორებს მიდგომებს და არ გამოიყვანს ქვეყანას ამ ძალიან მძაფრი პოლიტიკური კრიზისიდან,” – აცხადებს სერგი კაპანაძე.

ბიძინა ივანიშვილის კეთილგონიერებისკენ მოუწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც.ხატია დეკანოიძის განცხადებით, კონგრესმენების გამოხმაურებას ხელისუფლებისგან ადვეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს.

“იმედი მაქვს, რომ რაიმე სახით კეთილგონიერება მაინც გამოიღვიძებს, აი რაღაც ელემენტალურ დონეზე, თუმცა შესაძლებელია ესეც ვივარაუდოთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, კობახიძე-კუჭავა-ბერაიას შემადგენლობით დელეგაცია დღეს გაფრინდა ვაშინგტონში.

ფაქტია, ჩვენი ვიზიტის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი შეშფოთებულია, მაგრამ ვფიქრობ, თუ ოდნავ მაინც აქვს კეთილგონიერება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ნამდვილად უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის წერილს ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. ანა დოლიძის თქმით, დიპლომატიურ ურთიერთობებში მსგავსი მკაცრი ენა იშვიათად გამოიყენება.

 

“ფაქტობრივად ეს არის ჩვეულებრივად ყვითელი ბარათი ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ თუ ჩვენ ვრჩებით ამერიკასთან ურთიერთთანამშრომლობის დღის წესრიგში, მაშინ ჩვენ ეს განცხადება ყურად უნდა ვიღოთ.

თუ ჩვენთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს განცხადება სულერთია – მაშინ გასაგებია, რომ ჩვენთვის სულ ერთია ამერიკასთან ურთიერთთანამშრომლობის დღის წესრიგი,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერალდ ე. კონოლი საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავენ და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობას აკრიტიკებენ.

შეშფოთებულები ვართ თქვენი გადაწყვეტილების გამო, ჩაგეშალათ დაპირებული პოლიტიკური რეფორმა - კონგრესმენები გახარიას

ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ქართველი თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და ამ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს მიიღებენ.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

ხელისუფლების პოლიტიკურ წვალებას გავაგრძელებთ – მმართველი გუნდი გერმანულ მოდელზე მაინც არ დათანხმდა

აქციების 30 წელი – რას აპროტესტებს ქართველი კაცი?

 

magti 5g