ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ის გამომწერებს პრაქტიკულად ყოველდღიურად ანებივრებს ახალ-ახალი ფოტოებითა და ვიდეოებით.
ამჯერად საზოგადოების ყურადღება მისმა ახალმა ფოტოებმა და ვიდეოებმა მიიპყრო, სადაც ის შორტებით, სანაპიროზე ბურთით პოზირებს.
ცნობისთვის, 38 წლის ფეხბურთელი ამჟამად სევილიაში მოღვაწეობს. ის უკვე წლებია პილარ რუბიოზეა დაქორწინებული. წყვილს 4 შვილი ჰყავს.