LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესხის პროცენტი 8564 ადამიანს გაუძვირდა

88

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო სესხის პროცენტი 8564 ადამიანს გაუძვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2015 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი – 5838 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2726 იურიდიულ პირს აქვს.

“2015 წლის 1-ელ ოქტომბერთან შედარებით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის რაოდენობა 12-ით გაიზარდა, ბიზნეს სესხის რაოდენობა კი 35-ით შემცირდა. ჯამში იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა, 2015 წლის 1-ელ ოქტომბერთან შედარებით 23-ით არის შემცირებული”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 8.0%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g