კომპანია ”ფრუტილია” ზაფხულში ექსპორტზე 1000 ტონამდე ხილის გატანას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განუცხადა, ხილი რუსეთისა და ყაზახეთის ბაზარზე შევა. ”ველოდებით ატმის, ვაშლატამასა და ბალის მოსავალს. წინა სეზონზე მხოლოდ ატამი 1000 ტონა გავიტანეთ ექსპორტზე, სხვა ხილზე რომ არაფერი ვთქვათ. თუმცა, წელს მოსული სეტყვის გამო, მოსავალი გაფუჭდა და გასატანი ხილის რაოდენობა ჯამში, ვფიქრობ, ათას ტონამდე ავა”, – განმარტა ბეჟიტაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე კომპანიამ უკვე განახორციელა 200 ტონამდე კარტოფილის ექსპორტი. ამასთან, ”ფრუტილიას” მიერ წარმოებული ამავე რაოდენობის პომიდორი გავიდა ყაზახეთისა და რუსეთის ბაზრებზე.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა განმარტა, ”ფრუტილია” გარდა საექსპორტო საქმიანობისა, გადაზიდვების მიმართულებითაც მუშაობს. ”გვაქვს გადაზიდვისა და შეფუთვის სერვისი, რომელსაც სეზონურად ვთავაზობთ კომპანიებს. ამ დროისთვის ერთ-ერთი კომპანის წარმოებული მოცვი რუსეთში გავიტანეთ”, – აღნიშნა ბეჟიტაშვილმა.
ცნობისთვის, ”ფრუტილია” მწვანილის 3 სახეობის ექსპორტზეც მუშაობას, ესენია: ცერეცო, ოხრახუში და ქინძი. კომპანიის საქმიაობის ძირითადი მიმართულება კი ხილის ექსპორტია. დაახლოებით 10 დასახელების პროდუქცია ექსპორტიორ კომპანიას რუსეთში, ყაზახეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გააქვს.