სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა ტელეწამყვანი მანიკა ასათიანიც, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ამდენი ადამიანი ერთად, მაგრამ ხმამაღალი, უჩვეულო სიჩუმე! წვიმა, ზარების ხმა!
სევდა, რომელიც ყველას გვაერთიანებდა! ასეთი ერთიანობის განცდა არასდროს მქონია!
ვერ აღვწერ შეგრძნებას, მხოლოდ ფილმის კადრი მედგა თვალწინ!“, – წერს მანიკა ასთიანი.

