LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის სევდიანი იყო და ვიღაცას ელოდა” – ძაღლი, რომელიც ავტობუსით ყოველდღე მგზავრობს

338
dzagli

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ძაღლი სკამზე სრულიად მარტო ზის. როგორც აღმოჩნდა, ის ინგლისის ქალაქ ბრედფორდში, 620 ნომერი ავტობუსით თითქმის ყოველდღე მგზავრობდა. BBC წერს, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მისი ფოტო „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა, რათა პატრონი ეპოვათ.

ძაღლს ფეისბუქ მომხმარებლებმა ოლივი შეარქვეს.

„როგორც ჩანს, ძალიან სევდიანი იყო, რადგან სულ ჩუმად იყო და თითქოს, ვიღაცას ელოდებოდა“, – ყვება ბრედფორდის მაცხოვრებელი. 

სოციალურ ქსელში ელოდნენ, რომ მას პატრონი გამოუჩნდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა და ის ძაღლების მომვლელმა დროებით წაიყვანა.

დენის ბოლი ამბობს, რომ უკვე ბევრ ადამიანს ეკონტაქტა და სულ მალე ოლივს ახალი ოჯახი ეყოლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g