ჯეი ლო ლოს-ანჯელესში, Amazon MGM Studios x Vanity Fair-ის ერთობლივ წვეულებას დაესწრო. გლამურულ საღამოზე არტისტი და მსახიობი მარტო მივიდა და საკმაოდ სევდიანადაც გამოიყურებოდა.
ამ დღეს 55 წლის ვარსკვლავს თეთრი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მან ამავე ფერის ქურქი შეუხამა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მან განვლილი წელი შეაჯამა და „ინსტაგრამზე“ შთამბეჭდავი ვიდეოკოლაჟი გაავრცელა. კადრებში ნახავთ 2024 წლის ყველაზე გამორჩეულ და შთამბეჭდავ მომენტებს, მისი ინტერვიუებიდან დაწყებული, ფილმების, „ატლასისა“ და „შეუჩერებლის“ პრემიერებით დასრულებული. საყურადღებოა ის, რომ არტისტმა და მსახიობმა თავისი ალბომის, This Is Me… Now კადრებიდან, რომელიც მან ბენ აფლეკს მიუძღვნა, ექს-მეუღლესთან გადაღებული ერთობლივი მომენტები ამოჭრა.
ჯეი ლომ 2024 წლის შემაჯამებელი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ბენ აფლეკი ყველა კადრიდან ამოჭრილია
„ისინი განშორების შემდეგაც შეინარჩუნებენ ურთიერთობას“ – უახლესი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ