LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სევეროდონეცკში ვითარება გართულდა – რას აცხადებს უკრაინული მხარე

147
რუსები

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სევეროდონეცკში ვითარება გართულდა.

სერგეი გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქში ვითარება სტაბილურად მძიმე რჩება, თუმცა სევეროდონეცკის დამცველთა მდგომარეობა გარკვეულწილად გართულებულია.

„ბრძოლები, შეიძლება ითქვას, დინამიკურად მიმდინარეობს. ჩვენმა დამცველებმა შეძლეს კონტრშეტევის განხორციელება, მათ გაათავისუფლეს თითქმის ნახევარი ქალაქი, თუმცა ახლა სიტუაცია ჩვენთვის ოდნავ გაუარესდა.

გაცილებით მეტად გახშირდა დაბომბვები სევეროდონეცკშიც და ლისიჩანსკშიც. ისინი მთლიანად ანადგურებენ ყველაფერს“, – განაცხადა გაიდაიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლუგანსკის ოლქის მრავალი ქალაქის მდგომარეობა ახლა მარიუპოლს ჰგავს. მისი თქმით, ქალაქი შასტიე 90%-ით განადგურებულია, პოპასნაია – 80%-ით, ასევე განადგურებულია ქალაქი რუბეჟნოე.

„ახლა ანადგურებენ სევეროდონეცკს და პარალელურად ლისიჩანსკს. მათ აქვთ ერთი ტაქტიკა – აღგავონ ყველაფერი პირისაგან მიწისა, რათა არ დარჩეს ადგილი გასამაგრებლად და დასაცავად. ისინი ყველაფერს ანადგურებენ: საცხოვრებელ კორპუსებს, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებს.

გუშინწინ უბრალოდ გვესროლეს. 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს შენობაზე, სადაც ჰუმანიტარული შტაბი გვქონდა, სადაც ხალხს შეეძლო, ევაკუაციის შესახებ გაეგო“, – განაცხადა ოლქის ხელმძღვანელმა.

სერგეი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში დაახლოებით 15 ათასი მცხოვრები რჩება. მისივე თქმით, მუდმივი დაბომბვის გამო, სევეროდონეცკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g