დღეიდან სეზონური ფასდაკლება Retail Group Georgia-ს 57 მაღაზიაში დაიწყო.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას Retail Group Georgia-ს მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, ეთერ გვარაძემ განაცხადა, დღეიდან მომხმარებელს უკვე შესაძლებლობა მიეცემა 50%- მდე ფასდაკლებით ისარგებლოს Retail Group Georgia-ს მაღაზიებში.
”დღეიდან სეზონური ფასდაკლება Retail Group Georgia-ს 57 მაღაზიაში დაიწყო. 50%-მდე ფასდაკლება ეხება 2016 წლის სეზონურ კოლექციებს. მაღაზიებში შესაძლებელია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ნებისმიერი ასაკისა და საფასო კატეგორიის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსეუარების შეძენა”, – აღნიშნა ეთერ გვარაძემ.
მსოფლიოში უდიდესი ფრანჩაიზ პორტფოლიოს მფლობელი Alhokair ჯგუფის წევრი Retail Group Georgia საქართველოში ოპერირებს 2012 წლიდან და მრავალი ცნობილი ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Stradivarius, Bershka, Oysho, GAP, Marks & Spencer, Banana Republic, Mango, Topshop, Topman, Wallis, Miss Selfridge, Cortefiel, New Look, US POLO, Blanco, Jennyfer, Aldo, Aldo Accessories, Call It Spring, Charles & Keith, Clarks, Steve Madden და მრავალი სხვა.
სურვილის შემთხვევაში მაღაზიები მომხმარებელს ელოდება სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში”, ”ისთ ფოინთში”, ”მერანი მოლსა ” და აღმაშენებლის გამზირზე.