ფრანგული ბრენდი MOA მომხმარებლებს სრულ კოლექციაზე სეზონურ, 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”აი სი არ”-ის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, მაკა გვრიტიშვილმა აღნიშნა, სეზონური ფასდაკლების გარდა, მაღაზიაში რეგულარულ კოლექციაზე, მუდმივად მიმდინარეობს 20%-იანი ფასდაკლება სტუდენტებისთვის.
მისივე ინფრომაციით, აქსესუარების შეძენა მსურველებს 6-39 ლარის, ჩანთების 49-119 ლარის, ხოლო ფეხსაცმლის 39-89 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
MOA საქართველოში 2014 წლიდან არის წარმოდგენილი „აი სი არ“ ჯგუფის მიერ, რომელიც 1993 წელს შეიქმნა და ამჟამად 700-მდე თანამშრომელი ჰყავს. ”აი სი არი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანია ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებს და კვების ობიექტებს წარმოადგენს”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
საქართველოში მაღაზია MOA-ს ოთხი ფილიალი ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებელს თანამედროვე მოდის ტენდენციებით შექმნილი აქსესუარების, ბიჟუტერიის, ჩანთებისა და ფეხსაცმლის შეძენა შეუძლია.
მსოფლიოს მასშტაბით, MOA-ს 100-მდე მაღაზია აქვს.