კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ ეხმიანება თბილისის მერიის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის მერია შეჩერებული მშვენებლობების გადმობარების შემთხვევაში, დეველოპერებისთვის ხელსაყრელი პირობებს დააწესებს. კერძოდ, ეს ეხება შეჩერებულ ობიექტებზე კოეფიციენტების გაზრდას.
„ჩვენ მოხარულები ვართ,რომ ქალაქის მერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. თბილისის მერიის ამ განცხადებას რამდენიმე თვით ადრე წინ უძღოდა „სფერო ჰოლდინგის“ შეთავაზება შეჩერებული მშენებლობების მიმართ , ახლა კი, უკვე დედაქალაქის მერიამ შექმნა პლატფორმა, რომელიც უფრო მარტივად გადაჭრის დედაქალაში 170-მდე შეჩერებული ობიექტის პრობლემას.
რადგანაც, ჩვენი კომპანიის დეველოპერულ სტრატეგიას სწორედ შეჩერებული მშენებლობების გადმობარება და დაზარალებულ მენაშენეთა დაკმაყოფილება წარმოადგენს, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერი შეჩერებული მშენებლობის მფლობელებთან და გამოვხატავთ საჯარო ინტერესს.
მოვუწოდებთ შეჩერებული მშენებლობების მფლობელებს სასწრაფოდ დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი. ჩვენი მთავარი სლოგანი იყო, არის და რჩება „თბილისი ბეტონის ჩონჩხების გარეშე“, – ნათქვამია „სფერო ჰოლდინგის“ განცხადებაში.