LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სფეროები, რომლებიც უნგრულ კომპანიებს საქართველოში აინტერესებთ

51

თბილისში საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ გახსნეს. როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ეწერება ხელი, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიციების ურთიერთგაცვლის ნაწილი, ასევე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას განათლების ნაწილში.

„მნიშვნელოვანია ის, რომ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლებლობები გვაქვს. კონკრეტული კომპანიები კონკრეტული დარგების მიმართულებით არიან ჩამოსულები. ეს იქნება პრაგმატული შეხვედრა ბიზნესებს შორის, რომელსაც, თავის მხრივ, სამთავრობო დელეგაციები დაუჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრების შემდგომ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, უნგრულ კომპანიებს საქართველოში აინტერესებთ გადამამუშავებელი წარმოება, მშენებლობა, წყლის რესურსების მართვა და ფარმაცევტიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g