საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში სარესტორნო ბიზნესზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდება და კვების ობიექტები, რომლებსაც ღია სივრცეები აქვთ, სტუმრების მიღებას შეძლებენ.
საბჭოს გადაწყვეტილებითვე კომენდანტის საათი გუშინდელი დღიდან, 23:00 საათიდან დაიწყება და 05:00 საათამდე გაგრძელდება.
რა გავლენას იქონიებს შეზღუდვების ამ სახით შემსუბუქრება სარესტორნო ბიზნესზე, აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა.
როგოც მან აღნიშნა შაბათ-კვირას ღია სივრცეებში მუშაობის დაშვება და ,,კომენდანტის საათის” გადაწევა მხოლოდ და მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.
ეს დადებითად აისახება როგორც ტურიზმის ინდუსტრიაზე, ისე სარესტორნე ბიზნესზე.
მისივე თქმით, 9 საათამდე შეზღუდვა თითქმის არფუნქციონირებას ნიშნავდა, აღნიშნული დაშვებით კი რესტორნების 80% ისარგებლებს.
რაც შეეხება სხვა გამოწვევებს, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ჰორეკა სექტორის გამოცოცხლება უმნიშვნელოვანესია, რადგან მასთან მიბმულია ძალიან ბევრი სფერო.
„ამას სჭირდება დამატებით საგადასახადო წნეხის მოხსნა, მანამდე სანამ პანდემიის ვითარებაში ვიმყოფებით და არ გვაქვს რეალურად შესაძლებლობა ნორმალურად ფუნქციონირების.
თუ ქვეყანას ტურისტის ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა, ამ შემთხვევაში დახმარებული სფერო ამ კუთხით, პირიქით სახელმწიფოს ავტომატურად დაეხმარება ეკონომიკის ამოძრავებით და იმ თანხის შეტანით, რასაც ტურიზმი მოიტანს.“-განაცხადა შოთა ბურჯანაძე.