შაბან მამედოვი, რომელმაც ქართველი მაყურებლის გული დაიპყრო თავისი შესრულებით, გუშინ, პროექტ „ხალხურს“ ნახევარფინალიდან გამოეთიშა.
ამის შესახებ ის ვრცელ სტატუსში წერს და ყველა თბილი კომენტარისთვის მადლობას იხდის:
„გუშინ, 8 ივნისს, ნახევარფინალით დავემშვიდობე პროექტ ხალხური • 1tv.geს. პროექტს, რომელიც ჩემი უდიდესი წარმატების საწინდარი გახდა. ვიცი, „მადლობა” ძალიან ცოტაა იმისთვის, რაც მე შემიძლია თქვენს მიმართ ვთქვა ან გამოვხატო, მაგრამ უზომოდ და უსასრულოდ მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის ამხელა მხარდაჭერისთვის, სითბოსთვის, თითოეული თბილი შეტყობინებისთვის თუ კომენტარისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, სიყვარულისთვის. იმ სიყვარულისთვის, რომელიც არაფრის ფასად არ იყიდება. ამას ან მოიპოვებ, ან ვერ მოიპოვებ და, მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ თქვენი სიყვარული მუდამ თან მდევს. ეს კონკურსია, ვიღაც გავა, ვიღაც დარჩება, მაგრამ მთავარი გამარჯვება არასოდეს ყოფილა ჩემთვის. მთავარი ის სიყვარულია, რომელიც თქვენი მხრიდან მოვიპოვე.
უღრმესი მადლობა „პირველი არხის“ შემოქმედებით გუნდს ამ უნიკალური პროექტისთვის. გმადლობთ თანადგომისთვის, დახმარებისთვის დავით ცინცაძეს, ვაკო ასათიანსა და „შავნაბდას“.
გუშინ, 8 ივნისს, ნახევარფინალით დავემშვიდობე პროექტ ხალხური • 1tv.geს. პროექტს, რომელიც ჩემი უდიდესი წარმატების…
Posted by Shaban Mamedov on Sunday, June 8, 2025