LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაბან მამედოვი: „დღეს საქართველოს ბულბულის, ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა, გმადლობ იმ ემოციისთვის, რაც ბავშვობიდან მომანიჭე შენი ზეციური ხმით… ვინ მოთვლის, რამდენჯერ გაგიწევია დახმარება შენი ღვთიური ხმით ჩემთვის, სანამ ვცოცხლობ, ჩემში იცოცხლებ“

172
შაბან მამედოვი

დღეს ლეგენდარული მომღერლის, „საქართველოს ხმად“ აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა – მომღერალი 97 წლის გახდებოდა.

ჰამლეტ გონაშვილს სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის მომღერალი, პროექტ „ხალხურის“ ფინალისტი, შაბან მამედოვი, რომელმაც პროექტში გამოჩენითა და იმ სიმღერის შესრულებით, რომელიც ჰამლეტ გონაშვილის სავიზიტო ბარათადაა ქცეული, ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ვიდეო: „ეს რა იყო, დავმუნჯდი… პირდაპირ ჩვენს სულამდე ჩახვედი. ცრემლების გარეშე ვერ მოვისმინე… სასწაული შესრულებაა, საოცარი ხმის პატრონი“ – შაბან მამედოვი „ხალხურის“ ნახევარფინალშია

„შენ წამოიწყე „დაიგვიანეს“

და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები,

ეგებ, ემაგ ყელს ერთად ხატავდნენ

ბექა და ბეშქენ ოპიზარები…

დღეს საქართველოს ბულბულის, ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.

გმადლობ იმ ემოციისთვის, რაც ბავშვობიდან მომანიჭე შენი ზეციური ხმით…

ვინ მოთვლის, რამდენჯერ გაგიწევია დახმარება შენი ღვთიური ხმით ჩემთვის და კიდევ მრავალი უცნობისთვის…

ნათელი შენს სულს, ჩვენო ბულბულო. მანამ, სანამ ვცოცხლობ, ჩემში იცოცხლებ, ჩემიანად გიგულებ და ყველგან სიამაყით ვიტყვი – „ჩვენ ჰამლეტ გონაშვილის ქვეყნიდან ვართ“, – წერს შაბან მამედოვი სოციალურ ქსელში.

შაბან მამედოვი: „ყველგან ჩოხით დავდივარ… მინდა, ყველამ იცოდეს, საიდან ვარ – საქართველოდან!..“

„ეს დალოცვილი ისე მღერის, რომ დედა ტირის“ – სოციალურ ქსელში შაბან მამედოვის ბრწყინვალე შესრულებასთან დაკავშირებით ემოციური ვიდეო ვრცელდება

ვიდეო: შაბან მამედოვი: „ჩემს ნამღერს ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა, ნამდვილად არ ველოდი… ჰამლეტ გონაშვილს თუ გაახსენებდა მსმენელს ჩემი ნამღერი, ამასაც არ ველოდი…“

შენ წამოიწყე "დაიგვიანეს" და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები, ეგებ, ემაგ ყელს ერთად ხატავდნენ ბექა და ბეშქენ…

Posted by Shaban Mamedov on ხუთშაბათი, 19 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g