LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაბან მამედოვი: „ყველგან ჩოხით დავდივარ… მინდა, ყველამ იცოდეს, საიდან ვარ – საქართველოდან!..“

131
შაბან მამედოვი

პროექტ „ხალხურის“ მონაწილე მარნეულიდან, შაბან მამედოვი, რომელმაც სიმღერა „დაიგვიანეს“ შესანიშნავად შეასრულა, ჟურნალ „სარკეს“ (7 მაისის ნომერი) უყვება, რა დამოკიდებულება აქვს ქართული სიმღერის მიმართ:

„ქართული ხალხური სიმღერისადმი ჩემი დამოკიდებულება ჰამლეტ გონაშვილმა გამოიწვია. სხვა არავინ ყოფილა ჩემთვის მუსიკალური ღმერთი. მხოლოდ ის არის ჩემთვის მუსიკალური ღვთაება, ერთადერთია…

ყველგან ჩოხით დავდივარ. იტალიური ოპერაც კი მიმღერია ჩოხით. არ მაინტერესებს კლასიკური სამოსი, ყველგან ჩოხა უნდა მეცვას. ეს პირობა მაქვს ყველგან – ან უნდა ჩავიცვა ჩოხა, ან მომხსენით კონკურსიდან-მეთქი. ისევ ჰამლეტ გონაშვილს მივუბრუნდები. როგორც ვიცი, სიცოცხლეში არსად გამოსულა ჩოხის გარეშე. ამიტომაც სადაც უნდა ვიყო, მეც უნდა მეცვას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მე საქართველოდან ვარ… კლასიკურ სამოსში ვერავინ მიხვდება, საიდან ხარ, სანამ შენ არ იტყვი ან ქართულად არ იმღერებ. როცა ჩოხა გაცვია, პირდაპირ ჩანს, საიდან ხარ. მინდა, ყველამ იცოდეს, საიდან ვარ – საქართველოდან!..“

„ეს დალოცვილი ისე მღერის, რომ დედა ტირის“ – სოციალურ ქსელში შაბან მამედოვის ბრწყინვალე შესრულებასთან დაკავშირებით ემოციური ვიდეო ვრცელდება

ვიდეო: „ეს რა იყო, დავმუნჯდი… პირდაპირ ჩვენს სულამდე ჩახვედი. ცრემლების გარეშე ვერ მოვისმინე… სასწაული შესრულებაა, საოცარი ხმის პატრონი“ – შაბან მამედოვი „ხალხურის“ ნახევარფინალშია

ვიდეო: „ხალხურის“ ტრიუმფატორი შაბან მამედოვი: „რომ გავიგე, ნახევარფინალში გადავედი, არ ველოდი, თავი ძლივს შევიკავე, სცენაზე რომ არ მეყვირა… ეს ემოცია ჩემშია…“

ვიდეო: შაბან მამედოვი: „ჩემს ნამღერს ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა, ნამდვილად არ ველოდი… ჰამლეტ გონაშვილს თუ გაახსენებდა მსმენელს ჩემი ნამღერი, ამასაც არ ველოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g