LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაბი კორენი – არ ვიცოდი…

81

გადაცემას ”რადიო დუეტი” ისრაელსა და საქართველოში მოღვაწე ქართველი მომღერალი, შაბი კორენი ესტუმრა.

 

– შაბი, შენ გიხსდება დარდიანი და სევდიანი სიმღერები და კიდევ ერთხელ აატირებ ქართველ მსმენელს, მანამ სანამ ახალ სიმღერაზე ვისაუბრებ, მოგვიყევი რა ხდება ისრაელში და აქ რატომ ხარ?

 

– ისრაელი თავის ადგილზეა, შენ როგორც დატოვე ისეა, ენატრები ისრაელს. კვირაში ერთი კონცერტი მაინც მაქვს. როდესაც არ მაქვს კონცერტი, საქართველოში მოვდივარ. 31 დეკემბერს მე თქვენთან ვიყავი სტუმრად და პრემიერა მქონდა. სიმღერის სახელწოდება გახლავთ ”სასაცილო”, ის ძალიან ძველია. ჩემი უსაყვარლესი მომღერალი, გია ჯანაშვილი მღეროდა ამ სიმღერას, ის უკვე 25 წელია ბელგიაში ცხოვრობს. დავურეკე და ვუთხარი რომ განახლებული ვერსიის ჩაწერა მსურდა. ახლა კი ჩამოვედი იმიტომ, რომ საქართველო ძალიან მომენატრა. თანაც მე დავპირდი არ დაიდარდოს რომ რეგულარულად მოგაწვდიდით ახალ სიმღერებს.

 

– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

 

– ”არ ვიცოდი”, ასე ქვია მას. ის არავის უმღერია, ავტორი არის გიორგი წერეთელი, ჩავწერე ისრაელში. არანჟირება რაფი ჯანაშვილმა გააკეთა.

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

AudioRadio Dueti. Shabi

 

 

შაბი – არ ვიცოდი

 

AudioSHABI – AR VICODI

 

 

გადაცემის ვიდეო კოლაჟი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები