შაკიკი – ეს არის ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, ძირითადად თავის ერთ მხარეს. არსებობს შაკიკის ორი სახეობა: კლასიკური და საერთო. ქალებში ვლინდება 30-50 წლის ასაკში, ბავშვებში კი გვხვდება 5 წლიდან. დაავადების გამომწვევი მიზეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუმცა ძირითადად ასახელებენ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს:
არტერიების შევიწროება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სისხლძარღვების არათანაბარი გაფართოება, ნერვული სისტემის ნეიროვასკულარული აშლილობა, სეროტონინის მიმოცვლის სისტემური დარღვევა. დაავადებას პროვოცირებას უწევს შემდეგი ფაქტორები:
ალკოჰოლური სასმელი, ძლიერი სტრესი, სიგარეტის კვამლი, ჰორმონალური დარღვევა.

შაკიკს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, გულის რევა, ხმაურისა და მძაფრი სინათლისადმი გაზრდილი მგრძნობელობა.
კლასიკური შაკიკი შეიძლება გამოვლინდეს: თვალებში ნაპერწკლების გაჩენით, კიდურების სისუსტით და მათი ანემიით, შენელებული საუბრით.
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება: სისხლისა და შარდის ბიოქიმიური ანალიზი, თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია.

დაავადების დროს აუცილებელია თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების მუშაობის დასტაბილურება, ნერვული სისტემის მუშაობის დასტაბილურება, გულსისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება. უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის შეშუპება, ტვინის აბსცესი, მენინგიტი, ანევრიზმა, ენცეფალიტი, ჰიდროცეფალია. შაკიკით ძირითადად ავადდებიან მეგაპოლისების მაცხოვრებლები, ქალები (მენსტრუაციის პერიოდში), მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები. დაავადების დროს რეკომენდებულია დაბალანსებული კვება, მოწევაზე უარის თქმა, დღე-ღამეში მინიმუმ 7-8 საათი ძილი.