LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ

562

ბოლო დროს, დასავლურმა მედიამ არაერთხელ დაწერა, რომ შაკირას და ჟერარ პიკეს ურთიერთობაში პრობლემები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ერთხელ უკვე უარყო, როგორც ჩანს, ამჯერად სიტუაცია შეიცვალა. ვარსკვლავები ერთმანეთს დაშორდნენ და უკვე ცალ-ცალკეც ცხოვრობენ.

ინსაიდერის თქმით, მათი ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაკირას ახალ კლიპში მონაწილეობა მომღერალმა ნიკი ჯემმა მიიღო: ცნობილი ფაქტია, რომ პიკე გამუდმებით ეჭვიანობდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთად 2010 წლიდან იყო. მათ ორი საერთო ვაჟიშვილი ჰყავთ, ხოლო უახლოეს მომავალში ქორწილის გადახდასაც გეგმავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები