ოქტომბერში დასავლურმა მედიამ შაკირასა და ჟერარ პიკეს დაშორების შესახებ დაწერა. მალევე წყვილმა ეს ინფორმაცია უარყო და ამის დასადასტურებლად პიკემ საკუთარ სოციალურ ქსელში შაკირას ვიდეო განათავსა. მას შემდეგ მათ შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.
ამ დღეებში, სპორტსმენი და მომღერალი ბარსელონაში პაპარაცებმა გადაიღეს: ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ, საუბრობდნენ და საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდნენ. როგორც ჩანს, რთულმა პერიოდმა მათ ცხოვრებაში ნამდვილად ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავები 7 წელია ერთად არიან. მათ ორი საერთო ვაჟიშვილი ჰყავთ – 4 წლის მილანი და 2 წლის საშა.
