პაპარაცებმა შაკირა და ჟერარ პიკე შვილებთან ერთად მაიამის აეროპორტში დააფიქსირეს: უმცროსი საშა ხელში მამას ეჭირა, უფროსი მილანი კი დედას ხელჩაკიდებული მოჰყვებოდა. მთლიანად ოჯახი ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საშამ მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა, რომლის გამოცა შაკირამ მთელი რიგი გამოსვლები გადადო. დღესდღეობით ბავშვი თავს კარგად გრძნობს.