LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა და ჟერარ პიკე შვილის ავადმყოფობის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდნენ

171

28 ნოემბერს შაკირა და ჟერარ პიკე ვაჟიშვილებთან ერთად სპორტულ პრემიას Estrella Catalan Sports Awards დაესწრნენ, რომელიც ბარსელონაში გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ პატარებზე გაკეთდა, რადგან ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უმცროსი ვაჟიშვილი, საშა მძიმედ იყო ავად. როგორც ჩანს, რთული პერიოდი მართლაც უკან დარჩა, რადგან მომღერალი და სპორტსმენი შვილებთან ერთად ჯანმრთელად და ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ საშა პიკეს ავადმყოფობის გამო შაკირამ რამდენიმე კონცერტი გამოტოვა. ცოტა ხნის წინ კი მომღერალმა თაყვანისმცემლებს აცნობა, რომ მისი შვილი გამოჯანმრთელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები