შაკირამ სიმღერაზე „Me Enamore“ გადაღებული კლიპი გამოუშვა. YouTube-ის არხზე ვიდეო 12 მაისს გამოჩნდა და მას შემდეგ ის 17 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. კლიპი საკმაოდ პოპულარული გახდა და თაყვანისმცემლების აზრით, ამისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მასში მომღერლის მეორე ნახევრის, ფეხბურთელ ჟერარ პიკეს მონაწილეობაა.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი მომღერალი და ესპანელი ფეხბურთელი ერთად 2011 წლიდან არიან. 2013 წელს მათ პირველი ვაჟიშვილი, მილანი შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კი ისინი მეორე ვაჟის – საშას მშობლები გახდნენ.