მთავარი საერთაშორისო ტურნირი ამერიკის კონტინენტზე – ,,კოპა ამერიკა’’ დასასრულს უახლოვდება. ფინალური მატჩი არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის, 14 ივლისს, მაიამიში, ,,ჰარდ როკ სტადიონზე’’ შედგება.
ცნობილი გახდა, რომ დახურვის ცერემონიალს მუსიკალურად, შაკირა გააფორმებს.
აღსანიშნავია, რომ კოლუმბიელ მომღერალს თემატურ ღონისძიებებზე გამოსვლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მისი პერფორმანსი სამჯერ შედგა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე. მან ასევე ჯენიფერ ლოპესთან ერთად, ,,სუპერბოულზე” იმღერა.